Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იორდანიის


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იორდანიის მეფე აბდულა მეორეს შეხვდა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იორდანიის მეფე აბდულა მეორეს შეხვდა.
შეხვედაზე პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მთელი თავისი გავლენის გამოყენებას აპირებს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მოსაგვარებლად. პუტინმა და აბდულამ განიხილეს ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი, ვითარება ერაყში და ორმხრივი ურთიერთობების საკითხები. პუტინი იორდანიაში ჩავიდა კატარიდან, მანამდე იგი საუდის არაბეთში იმყოფებოდა ვიზიტად. დღეს პუტინი მოლაპარაკებას მართავს პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტთან, მაჰმუდ აბასთან. შეხვედრის წინ პუტინმა მოუწოდა დასავლეთს, შეუწყვიტოს ბოიკოტი პალესტინის მთავრობას, რომელშიც მოძრაობა ჰამასი დომინირებს.

XS
SM
MD
LG