Accessibility links

logo-print

თურქმენეთის ახალ პრეზიდენტად არჩეულ იქნა


თურქმენეთის ახალ პრეზიდენტად არჩეულ იქნა გურბანგული ბერდიმუჰამედოვი,

თურქმენეთის ახალ პრეზიდენტად არჩეულ იქნა გურბანგული ბერდიმუჰამედოვი,
რის შესახებაც დღეს გამოაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მურატ კარიევმა: [მურატ კარიევის ხმა] "თურქმენეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა ამომრჩეველთა ხმების 89,23 პროცენტი მოაგროვა." კენჭისყრაში პრეზიდენტის პოსტის ექვსი პრეტენდენტი მონაწილეობდა. დევნილობაში მყოფ ოპოზიციის ლიდერებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიაზე გამოსვლისას, თურქმენეთის ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა: [გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ხმა] "თურქმენი ხალხი და მთელი მსოფლიო მოწმენი გახდნენ იმისა, რომ პრეზიდენტის პოსტისთვის კანდიდატთა ბრძოლა ღია და პატიოსანი იყო."
თურქმენეთის პრეზიდენტის ინაუგურაციას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო. შეგახსენებთ, რომ ნოემბერში გარდაიცვალა თურქმენეთის პრეზიდენტი საფარმურად ნიაზოვი, რომელიც ქვეყანას 20 წელიწადზე მეტ ხანს ედგა სათავეში.
XS
SM
MD
LG