Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში, 12-13 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე


ჟენევაში, 12-13 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებისა და აფხაზეთის

ჟენევაში, 12-13 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებისა და აფხაზეთის
თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობის წარმომადგენელთა გარდა, გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წევრები მონაწილეობდნენ, თბილისმა სოხუმს - კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარების მიზნით - პირდაპირი დიალოგის გამართვა შესთავაზა. კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, "ქართულმა მხარემ დაბეჯითებით მოუწოდა აფხაზურ მხარეს, გააღრმავოს თანამშრომლობა და საფრთხე არ შეუქმნას სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესის უწყვეტობას". ჟენევაის შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მერაბ ანთაძე, ხოლო აფხაზთა დელეგაციას - სოხუმის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა.
XS
SM
MD
LG