Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ბაღდადში, უსაფრთხოების დამკვიდრების მიზნით

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ბაღდადში, უსაფრთხოების დამკვიდრების მიზნით
დაგეგმილ ოპერაციას დრო დასჭირდება და სანამ ეს ოპერაცია განხორციელდებოდეს, ძალადობა იქ არ შეწყდება. ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, ბუშმა ისიც თქვა, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის ერთ-ერთი ქვეგანაყოფი ერაყელ მეამბოხეებს იარაღით ამარაგებს. თუმცა, პრეზიდენტმა დასძინა, რომ მისთვის ცნობილი არ არის, ურევია თუ არა ირანის ლიდერთა ხელი ერაყში იარაღის გაგზავნაში. რუსეთთან გართულებულ ურთიერთობებზე საუბრისას ჯორჯ ბუშმა აღნიშნა: [ჯორჯ ბუშის ხმა] "იქ, სადაც საერთო ინტერესები გვაქვს და სადაც თანამშრომლობას ვახერხებთ, შეგვიძლია მივაღწიოთ მნიშვნელოვან წარმატებებს ჩვენი ხალხებისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების საქმეში. რუსეთი და შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საკითხში. ჩვენ გვაშფოთებს ისეთი ტექნოლოგიების გავრცელება, რომლებმაც შეიძლება ზიანი მოუტანონ ჩვენს ხალხებსაც და დანარჩენ მსოფლიოსაც."
XS
SM
MD
LG