Accessibility links

ესპანეთში სასამართლოს წინაშე ოცდაცხრა მამაკაცი


ესპანეთში სასამართლოს წინაშე ოცდაცხრა მამაკაცი წარსდგა.

ესპანეთში სასამართლოს წინაშე ოცდაცხრა მამაკაცი წარსდგა.
მათ ბრალად ედებათ 2004 წელს მადრიდში აფეთქებების მოწყობა. 2004 წლის 11 მარტს ოთხ მატარებელში მომხდარი აფეთქებების შედეგად 191 ადამიანი გარდაიცვალა. დაშავდა
დაახლოებით 2000. ეს ესპანეთის მიწაზე მომხდარი ყველაზე მასშტაბური ტეროტისტული აქტი იყო. საბრალდებო სკამზე მსხდომებს შორის არაბები და ესპანელები არიან. მათ რამდენიმე სახის დანაშაულში ედებათ ბრალი - მათ შორის, თავდასმების მოწყობაში, ტეროტისტული ორგანიზაციის წევრობაში, და ჩრდილოეთი ესპანეთის მაღაროებიდან დინამიტების მოპარვაში, მათი ტერორისტებისთვის მიყიდვის მიზნით. კიდევ შვიდმა ეჭვმიტანილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა. მათ თავი მაშინ აიფეთქეს, როდესაც პოლიციამ მათ სახლს ალყა შემოარტყა. პირი, რომელიც დღეს წარსდგა სასამართლოს წინაშე, ყველა ბრალდებას უარყოფს. სასამართლოს შენობას ასობით პოლიციელი იცავს. პროცესის მსვლელობისას ჩვენებებს ასობით მოწმე და ექსპერტი მისცემს. სავარაუდოდ, განაჩენებს ოქტომბერში გამოიტანენ.
XS
SM
MD
LG