Accessibility links

გაეროს ლტოლვილთა უწყებამ ევროკავშირს მოუწოდა


გაეროს ლტოლვილთა უწყებამ ევროკავშირს მოუწოდა, უფრო მეტი გააკეთოს

გაეროს ლტოლვილთა უწყებამ ევროკავშირს მოუწოდა, უფრო მეტი გააკეთოს
კონფლიქტის გამო ერაყიდან წასული ლტოლვილების დასაცავად. ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს თავშესაფრის გამოყოფის თხოვნით გასულ წელს ოცი ათასმა ერაყელმა ლტოლვილმა მიმართა, თუმცა მხოლოდ მათი ათი პროცენტის თხოვნა დააკმაყოფილეს. ოთხშაბათს უმაღლესი კომისარიატი დადებითად გამოეხმაურა შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას თავშესაფარი გამოეყოს შვიდ ათას ერაყელს. 2006 წელს შეერთებულმა შტატებმა მხოლოდ 202 ერაყელი ლტოლვილი შეიფარა.
XS
SM
MD
LG