Accessibility links

logo-print

რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა


რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ

რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ
განხორციელებული უკანონო ქმედებების შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა. კომისიის 73 გვერდიან დასკვნას პარლამენტი პარასკევს, პლენარულ სხდომაზე განიხილავს. მომხსენებელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ნიკა გვარამია იქნება. სააგენტო ”პრაიმ-ნიუსის” ინფორმაციით, საპარლამენტო კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ მასობრივად და კანონსაწინააღმდეგოდ იქნა შელახული საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებები, განმტკიცებული როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმებით, ასევე რუსეთის კონსტიტუციითა და კანონმდებლობით. ცხადდება, რომ საქართველოს მოქალაქეების რუსეთიდან დეპორტაცია განხორციელდა ეროვნული ნიშნით, რასაც საქართველოს ოთხი მოქალაქის გარდაცვალება მოჰყვა. დასკვნა დაეგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებს, და ქვეყნების პარლამენტებს. დასკვნის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეთა დარღვეული უფლებების დაცვას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეეცდება.
XS
SM
MD
LG