Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეა ლიდერის - კიმ


ჩრდილოეთი კორეა ლიდერის - კიმ ჩენ ირის - დაბადების დღეს ზეიმობს.

ჩრდილოეთი კორეა ლიდერის - კიმ ჩენ ირის - დაბადების დღეს ზეიმობს.
ის 65 წლის შესრულდა. ტრადიციულად, კიმ ჩენ ირის დაბადების დღე ერთ-ერთი ის დღესასწაულია, რომელსაც ეს ღარიბი ქვეყანა ყველაზე მასშტაბურად აღნიშნავს.
ქვეყნის სახელმწიფო მედიის ცნობით, რამდენიმე დღით ადრე ქვეყანაში გამოფენები და სპექტაკლები მოეწყო. დღეს კი სახელმწიფო ტელევიზიამ ფხენიანის ცენტრალურ მოედანზე გამართული მასობრივი საცეკვაო სანახაობა გადასცა. [მუსიკა] იაპონიის პრემიერ მინისტრმა, შინზო აბემ, დღევანდელი დღე იმისათვის გამოიყენა, რომ კიმ ჩენ ირისთვის კვირის დასაწყისში, ექვსმხრივ მოლაპარაკებაზე მიღწეული შეთანხმება გაეხსენებინა - რომ საწვავით, და სხვა სახის დახმარების სანაცვლოდ, ჩრდილოეთი კორეა ატომური პროგრამის გაუქმებას დაიწყებს.
XS
SM
MD
LG