Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი


ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი,

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი,
თომას ჰამარბერგი, დღეს ქურთაში სამხრეთი ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ალტერნატიულ პრეზიდენტს, დიმიტრი სანაკოევს შეხვდა. სააგენტო ”პრაიმ-ნიუსის” ცნობით, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა წარიმართა. კომისარის სანაკოევის მთავრობასთან შეხვედრის მიზანი ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით რეგიონში არსებული ვითარების გაცნობა იყო. თომას ჰამარბერგი პარასკევს ცხინვალში იმყოფებოდა და დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედუარდ კოკოითის, და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა. ევროკომისარს ცხინვალში გამართული შეხვედრების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. ქურთაში გამართული შეხვედრის შემდეგ ჰამარბერგი ჯერ გორში, შემდეგ კი ბათუმში გაემგზავრება.
XS
SM
MD
LG