Accessibility links

შეერთებული შტატების სენატმა გადაწყვიტა, რომ


შეერთებული შტატების სენატმა გადაწყვიტა, რომ კენჭს არ უყრის რეზოლუციას,

შეერთებული შტატების სენატმა გადაწყვიტა, რომ კენჭს არ უყრის რეზოლუციას,
რომელიც ერაყში ამერიკელი სამხედროების რაოდენობის გაზრდის შესახებ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის გეგმას ეწინააღმდეგება. რეზოლუციის კენჭისყრაზე გატანას რესპუბლიკელმა სენატორებმა არ დაუჭირეს მხარი. დოკუმენტის მიღების მომხრეებმა საკმარისი ხმების მოპოვება ვერ შესძლეს. დამტკიცების შემთხვევაში, ეს რეზოლუცია იდენტური იქნებოდა დოკუმენტის, რომელიც პარასკევს წარმომადგენელთა პალატამ მიიღო. ისევე, როგორც პალატის რეზოლუცია, სენატის მიერ მიღებული დოკუმენტიც არ იქნებოდა სავალდებული ხასიათის.
XS
SM
MD
LG