Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი, აცხადებს,

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი, აცხადებს,
რომ ახლა ”მნიშვნელოვანი დროა” იმისათვის, რათა ისრაელის გვერდით პალესტინის სახელმწიფოს დაარსებაზე დაიწყოს საუბარი. რაისი ამ განცხადებით იერუსალიმში, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ციპი ლივნისთან შეხვედრის დაწყებამდე. რაისი და ლივნი აცხადებენ, რომ პალესტინის ავტონომიაში ფორმირებულმა ნებისმიერმა მთავრობამ სამი პირობა უნდა დააკმაყოფილოს - უნდა აღიაროს ისრაელი, უარყოს ძალადობა, და დაიცვას ისრაელთან უკვე დადებული სამშვიდობო შეთანხმებები. ორშაბათს, 19 თებერვალს, რაისი ისრაელის პრემიერ მინისტრთან, ეჰუდ ოლმერტთან, და პალესტინელების პრეზიდენტთან, მაჰმუდ აბასთან გამართავს მოლაპარაკებას. ახლახანს აბასი გამოვიდა განცხადებით, რომ ვაშინგტონი უნდა შეურიგდეს ”ფატაჰსა” და ისრამურ ”ჰამასს” შორის კოალიციის ჩამოყალიბებას.
XS
SM
MD
LG