Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა რობერტ ადლერი - გამომგონებელი


გარდაიცვალა რობერტ ადლერი - გამომგონებელი, ტელევიზორის დისტანციური მართვის

გარდაიცვალა რობერტ ადლერი - გამომგონებელი, ტელევიზორის დისტანციური მართვის
პულტის ერთ-ერთი ავტორი. ადლერი საყოფაცხოვრებო მოხმარების საგანთა სფეროში ამ რევოლუციის მომხდენი საგნის გამოგონებიდან 50 წლის შემდეგ, ამერიკის შტატ აიდაჰოში, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. რობერტ ადლერს საკუთარი გამოგონებებისთვის 180 პატენტი ჰქონდა მოპოვებული. მას ხშირად უხდებოდა თავის დაცვა კრიტიკოსებისგან, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ტელევიზორის პულტმა თაობების გაზარმაცება გამოიწვია - მათი აზრით, ამ საგანმა განაპირობა ის, რომ ტელევიზორის ყურებისას ადამიანები საათობით, უმოძრაოდ სხედან სავარძლებში.
XS
SM
MD
LG