Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა მკაცრად


პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა მკაცრად დაგმო ინდოეთიდან მის ქვეყანაში

პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა მკაცრად დაგმო ინდოეთიდან მის ქვეყანაში
მიმავალ მატარებელში მომხდარი აფეთქება და განაცხადა, რომ ამ ტერაქტმა არ უნდა შეაფერხოს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესი. აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 66 ადამიანი, უმეტესწილად - პაკისტანელები. ინდოეთის დედაქალაქიდან პაკისტანის ქალაქ ლაჰორში მიმავალი მატარებელი, დელიდან 80 კილომეტრის მანძილზე აფეთქდა. პაკისტანის ხელისუფლებამ იმედი გამოთქვა, რომ ინდოეთი საშუალებას მისცემს პაკისტანელ ექსპერტებს, მონაწილეობა მიიღონ ტერაქტის გარემოებათა გამოძიებაში.
XS
SM
MD
LG