Accessibility links

logo-print

დღეს საქართველოს ესტუმრა ნატოს შემფასებელთა


დღეს საქართველოს ესტუმრა ნატოს შემფასებელთა ჯგუფი

დღეს საქართველოს ესტუმრა ნატოს შემფასებელთა ჯგუფი
ალიანსის თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის ფრენკ ბოლანდის ხელმძღვანელობით. ჯგუფის წევრები გამართავენ შეხვედრებს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ფინანსთა სამინისტროების, აგრეთვე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. ვიზიტი 22 თებერვლამდე გასტანს და მისი მიზანია, შეაფასოს, თუ როგორ ასრულებს საქართველო ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმისა და ნატოს დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს. სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ, ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განმარტა, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის, ანუ IPAP-ის წარმატებით შესრულება: [გიორგი ბარამიძის ხმა] "IPAP-ის პროცესის წარმატებით გაგრძელება მოგვცემს საშუალებას, რომ უახლოეს ხანში - წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში - ჩვენ გადავიდეთ კიდევ უფრო მაღალ, ახალ ეტაპზე ნატოსთან ურთიერთობაში, რასაც ჰქვია გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, ეგრეთ წოდებული MAP-ი." ნატოს ანალოგიური მისია საქართველოს ბოლოს შარშან, მარტში სტუმრობდა.
XS
SM
MD
LG