Accessibility links

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი იერუსალიმში შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი იერუსალიმში შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს
ეჰუდ ოლმერტსა და პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელს მაჰმუდ აბასს. შეხვედრაზე მხარეებმა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის განახლების პერსპექტივები განიხილეს. [კონდოლიზა რაისის ხმა] "ჩვენ სამივემ დავადასტურეთ ჩვენი მხარდაჭერა საკითხის მოგვარებისადმი, რომელიც ორი სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებს, შევთანხმდით, რომ არ შეიძლება პალესტინელების სახელმწიფო ძალადობისა და ტერორის საფუძველზე შეიქმნას, და განმეორებით გამოვთქვით ჩვენი ერთგულება წინა შეთანხმებებისა და ვალდებულებების, მათ შორის “გზამკვლევის” მიმართ." აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დასძინა, რომ ოლმერტმა და აბასმა მოილაპარაკეს, უახლოეს მომავალში ისევ შეხვდნენ ერთმანეთს და ამ შეხვედრაში თვითონაც მიიღებს მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG