Accessibility links

მოლდავეთში ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა ლუის


მოლდავეთში ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა ლუის ო'ნილმა შეშფოთება გამოთქვა

მოლდავეთში ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა ლუის ო'ნილმა შეშფოთება გამოთქვა
ამ ქვეყნის მედიაში ბოლო ხანს მიმდინარე პროცესების გამო. დღეს გამოქვეყნებულ საგანგებო განცხადებაში ო'ნილი აღნიშნავს, რომ კიშინიოვში მოქმედი ორი სამაუწყებლო კომპანიის პრივატიზებამ შეიძლება შეზღუდოს მოქალაქეთა უფლება, ხელი მიუწვდებოდეს მიუკერძოებელ ინფორმაციაზე. გარდა ამისა, ო'ნილი შეშფოთებას გამოთქვამს მოლდავეთის საზოგადოებრივ სამაუწყებლო კომპანიაში მიმდინარე რეფორმების ნელი ტემპის გამო. მისი თქმით, "ტელერადიო მოლდოვა" ვერა და ვერ იქცა ჭეშმარიტად დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებლად.
XS
SM
MD
LG