Accessibility links

logo-print

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ


სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ დაგმო

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ დაგმო
ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროპის საბჭოს კომისრის თომას ჰამარბერგის შეხვედრა სამხრეთ ოსეთის "ალტერნატიულ პრეზიდენტთან" დიმიტრი სანაკოევთან. ეს შეხვედრა 17 თებერვალს სოფელ ქურთაში შედგა. ცხინვალის ხელისუფლების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპის საბჭოს კომისრის ქმედება არის "პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლების მცდელობას, ოფიციალური სტატუსი მიანიჭოს სამხრეთ ოსეთის უკანონო პროქართულ "ალტერნარიულ მთავრობას". განცხადების თანახმად, ცხინვალი უარს იტყვის, "ითანამშრომლოს საერთაშორისო, სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან", რომლებიც "ბრმად დაჰყვებიან" თბილისის ცდას, გაზარდოს თავისი "მარიონეტული ხელისუფლების" როლი.
XS
SM
MD
LG