Accessibility links

logo-print

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს ეწვია.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს ეწვია.
კავკასიის ქვეყნებში მისი ტურნეს მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონის ქვეყნებისა და ევროპის კავშირის თანამშრომლობის გაღრმავებას. თბილისში გამართულ ბრიფინგზე რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტის შეკითხვას, ხომ არ აღმოჩნდება საქართველო ამ "გაყინული კონფლიქტების" მძევალი ნატოში გაწევრიანების გზაზე, გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასე უპასუხა: [ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ხმა]: "რა თქმა უნდა, ნატო და ნატოს წევრი ქვეყნები დაინტერესებული არიან, რომ კავშირის ახალმა წევრებმა ალიანსში საკუთარი კონფლიქტები არ შემოიტანონ. მაგრამ ეს, ცხადია, სულაც არ ნიშნავს, რომ ამ კონფლიქტების მოუგვარებლობას ნატოში გაწევრიანების გზაზე დაბრკოლებად უნდა განვიხილავდეთ. ასე რომ მოვიქცეთ, მესამე მხარეს შესაძლებლობას შევუქმნით, რაც შეიძლება მეტად გააჭიანუროს დაახლოების პროცესი." შეეხო რა კოსოვოს პრობლემატიკას, გერმანელმა მინისტრმა განაცხადა, რომ კოსოვოს საკითხი სრულიად უნიკალურია და მისი მოგვარების მოდელს ვერ გადავიტანთ სხვა კონფლიქტებზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა გაიზიარა ეს მოსაზრება და დაეთანხმა თავის გერმანელ კოლეგას, რომ ნებისმიერი მცდელობა, [გელა ბეჟუაშვილის ხმა] "...პარალელი გაივლოს კოსოვოს და ნებისმიერ სხვა კონფლიქტს შორის, ეს იქნება საქართველოში თუ სხვაგან, არის მცდარი და საკმაოდ სახიფათო. მე, ვფიქრობ, რომ თვით რუსეთიც უნდა დაფიქრდეს, როცა ასეთ პარალელებს ავლებს და მანიპულირება ხდება ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის." თბილისში ჩასვლამდე შტაინმაიერი, რომლის ქვეყანა ამჟამად ევროპის კავშირის მორიგე თავმჯდომარეა, შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ელმარ მამადიაროვს. ხვალ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოდან სომხეთში გაემგზავრება.
XS
SM
MD
LG