Accessibility links

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით,

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით,
რუსეთს არ სურს დასავლეთთან შეიარაღების სფეროში ახალ კონკურენციაში ჩაბმა. სერგეი ლავროვის განმარტებით, მოსკოვი შეშფოთებულია აშშ-ის გეგმით, რომელიც ითვალისწინებს ანტისარაკეტო სისტემის განთავსებას ცენტრალურ ევროპაში, აგრეთვე ნატოს გაფართოებით რუსეთის საზღვრებამდე. როგორც ლავროვმა დღეს მოსკოვში აღნიშნა, კრემლის რეაქცია ამ პროცესზე "ფრთხილი" და "სათანადო" იქნება. [ლავროვის ხმა] “ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ევროპაში აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტების განთავსების გეგმა, შეშფოთებას იწვევს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ შეთანხმების კრიტიკული მდგომარეობა. ნდობის განმტკიცებას აშკარად არ უწყებს ხელს არც ნატოს გაფართოების პროცესი, რომელიც ხორციელდება ჩვენს მიერ ადრე მიღებული დაპირებების მიუხედავად. შეშფოთებას იწვევს რუსეთის საზღვრებთან ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის მოახლოებაც.” იქვე საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მოსკოვს არ გააჩნია "იმპერიული ამბიციები" და არც "არასრულფასოვნების კოპლექსი".
XS
SM
MD
LG