Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აიმადინეჟადის განცხადებით


ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აიმადინეჟადის განცხადებით, ირანს სურს მოლაპარაკება მის ბირთვულ პროგრამაზე,

ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აიმადინეჟადის განცხადებით, ირანს სურს მოლაპარაკება მის ბირთვულ პროგრამაზე,
მაგრამ მიუღებლად მიიჩნევს საამისოდ ურანის გამდიდრების შეჩერებას. აჰმადინეჟადმა ირანის ქალაქ რაშტიში შეკრებილების წინაშე გამოსვლისას აღნიშნა: აჰმადინეჟადის ხმა] “ჩვენ ვემხრობით მოლაპარაკებას, მაგრამ სამართლიან პირობებში. თუ ამბობ, რომ უნდა შევაჩეროთ ურანის გამდიდრება და ბირთვული საწვავის დამზადების პროცესი იმისათვის, რომ მოლაპარაკება დაიწყოს, კი ბატონო - პრობლემა არ არის, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს, რომ იმათაც, ვისაც ჩვენთან მოლაპარაკება სურს, უნდა შეწყვიტონ ბირთვული საწვავის დამზადების პროცესი და მერე შეგვიძლია სამართლიან პირობებში მოლაპარაკება.” აჰმადინეჟადის ამ განცხადებასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ხვალ (21 თებერვალს) ამოიწურება გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ირანისთვის ურანის გამდიდრების პროგრამის შესაჩერებლად დაწესებული ვადა. თუ ამ მოთხოვნას არ შეასრულებს, ირანს მორიგი ეკონომიკური სანქციები ემუქრება. დღეს ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე, ალი ლარიჯანი ვენაში მართავს მოლაპარაკებას გაეროს ატომური სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორ მოჰამედ ალ-ბარადეისთან.
XS
SM
MD
LG