Accessibility links

logo-print

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების


საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ცხინვალში შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ცხინვალში შეხვდა
შერეულ საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარე ბორის ჩოჩიევს. მერაბ ანთაძემ და ბორის ჩოჩიევმა განიხილეს სამშვიდობო პროცესში შექმნილი ვითარება. როგორც საინფორმაციო სააგენტო “პრაიმ-ნიუსი” იუწყება, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თანათავმჯდომარეთა არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელიც ეუთოს ინიციატივით 28 თებერვალიდან 3 მარტამდე სტამბულში უნდა გაიმართოს. მერაბ ანთაძე ცხინვალშივე შეხვდა შერეული სამშვიდობო ძალების მეთაურს, გენერალ მარატ კულახმეტოვსა და ქართული სამშვიდობო ბატალიონსი სარდალს, პოლკოვნიკ მამუკა ყურაშვილს. მოგვიანებით სახელმწიფო მინისტრი პატარა ლიახვის ხეობის სოფლებსაც ეწვია.
XS
SM
MD
LG