Accessibility links

logo-print

გიორგი ბარამიძემ მთავრობას წარუდგინა ევროკავშირთან


გიორგი ბარამიძემ მთავრობას წარუდგინა ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობის სამოქმედო გეგმა.

გიორგი ბარამიძემ მთავრობას წარუდგინა ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობის სამოქმედო გეგმა.
საქმე ეხება სამოქმედო გეგმას ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში. გეგმა, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, გიორგი ბარამიძის აპარატის კოორდინაციით შემუშავდა, საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სამ კვირაში უნდა დამტკიცდეს. მასში განსაზღვრულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის სტრატეგიული მიზნები და პრიორიტეტები, დეტალურად არის ჩამოყალიბებული კონკრეტული ზომები, პასუხისმგებელი სტრუქტურები და შესრულების ვადები. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველოსთან ურთიერთობის სამოქმედო გეგმა მხარეებს შორის ოფიციალურად 2006 წლის 14 ნოემბერს შეთანხმდა. ის ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას რამდენიმე სფეროში, მათ შორისაა კონფლიქტების მოგვარება, უსაფრთხოება, საზღვრის დაცვა და ვაჭრობა.
XS
SM
MD
LG