Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის პრემიერ-მინისტრი რომანო პროდი გადადგა


იტალიის პრემიერ-მინისტრი რომანო პროდი გადადგა მას შემდეგ, რაც სენატი არ მიემხრო მისი მთავრობის

იტალიის პრემიერ-მინისტრი რომანო პროდი გადადგა მას შემდეგ, რაც სენატი არ მიემხრო მისი მთავრობის
საკვანძო მნიშვნელობის საგარეო პოლიტიკურ პროგრამას, რომელიც ავღანეთში იტალიის სამხედრო მისიასაც ეხება. პრეზიდენტი ჯორჯო ნაპოლიტანო ხვალვე შეუდგება პარტიებისა და პარლამენტის ლიდერებთან მოლაპარაკებას ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე. ნაპოლიტანოს ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ცნობით, პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება პროდის გადადგომასთან დაკავშირებით და მთავრობას სთხოვა ფუნქციების შესრულების დროებით გაგრძელება.
XS
SM
MD
LG