Accessibility links

logo-print

სტამბოლში 28 თებერვლიდან 2 მარტამდე


სტამბოლში 28 თებერვლიდან 2 მარტამდე დაგეგმილი შერეული

სტამბოლში 28 თებერვლიდან 2 მარტამდე დაგეგმილი შერეული
საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეთა არაოფიციალური შეხვედრა არ შედგება. ახალი ამბების სააგენტო ”სივილ ჯორჯიას” ცნობით, ამის შესახებ შეტყობინება კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა რუსული მხარისაგან და ეუთოს მისიისგანაც მიიღო.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩმა, კომისიის რუსული მხარის თანათავმჯდომარემ 21 თებერვალს გამოგზავნილ წერილში ”მიზანშეუწონლად” მიიჩნია შეხვედრის გამართვა “მხარეთა შორის შეთანხმების არარსებობის გამო”. ანალოგიური წერილი დაუგზავნა შსკ-ს თანათავმჯდომარეებს ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში - აცხადებს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
XS
SM
MD
LG