Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის დასავლეთში, ქალაქ რამადიში, შეტაკება


ერაყის დასავლეთში, ქალაქ რამადიში, შეტაკება მოხდა ამერიკელ ჯარისკაცებს და სუნიტ მეამბოხეებს შორის.

ერაყის დასავლეთში, ქალაქ რამადიში, შეტაკება მოხდა ამერიკელ ჯარისკაცებს და სუნიტ მეამბოხეებს შორის.
მოკლულია მინიმუმ 12 ადამიანი - მათ შორის არიან სროლაში შემთხვევით მოხვედრილი ქალები და ბავშვები. პარალელურად, აშშ-ს სამხედრო უწყების ცნობით, ქალაქ ელ-ფალუჯაში აღმოჩენილია მეამბოხეთა კუთვნილი დანაღმული მანქანები, და ქიმიკატების საწყობი. არსებობს ვარაუდი, რომ ექსტრემისტები მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ. დღესვე, ერაყის მთავრობამ განაცხადა, რომ მზად არის ქვეყნის სამხრეთში უსაფრთხოების ოპერაციები გადაიბაროს - მას შემდეგ, რაც რეგიონს ბრიტანეთის ძალების ნაწილი დატოვებს. თუმცა, მთავრობის განცხადებით, ქვეყნის ჯარი კვლავ დამოკიდებული იქნება ბრიტანეთის იმ ძალებზე, რომლებიც ქვეყანაში რჩებიან.
XS
SM
MD
LG