Accessibility links

logo-print

ჩეჩნეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რამზან


ჩეჩნეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რამზან კადიროვი, უარყოფს ბრალდებას,

ჩეჩნეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რამზან კადიროვი, უარყოფს ბრალდებას,
რომ მან რესპუბლიკაში საკუთარი თავის ირგვლივ ”პიროვნების კულტი” შექმნა. კადიროვის პორტრეტებს უხვად შეხვდებით ჩეჩნეთის ქალაქებსა თუ სოფლებში. ბევრი ამას საბჭოთა სტილის ”პიროვნების კულტად” აღიქვამს. რადიო ”თავისუფლების” ჩრდილოკავკასიურ სამსახურთან ინტერვიუში, კადიროვმა თქვა, რომ ის, რასაც კრიტიკოსები ”პიროვნების კულტს” უწოდებენ, სინამდვილეში გამოხატავს მოქალაქეთა სურვილს, მადლობა გადაუხადონ თავიანთ ლიდერს.
[კადიროვის ხმა]: ”ის, რასაც ზოგიერთი ”პიროვნების კულტს” უწოდებს, სინამდვილეში მოქალაქეთა თხოვნების გათვალისწინებაა. ისინი ამით მადლობას მიხდიან იმისათვის, რაც მე, როგორც ჩეჩენმა, მათთვის გავაკეთე. ”პიროვნების კულტის” შესახებ ბრალდებებს ისინი ავრცელებენ, ვისაც არაფერი გაუკეთებია თავიანთი ოჯახებისთვის, ხალხისთვის ან ქვეყნისთვის”. კადიროვი ჩეჩენეთის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას გასულ კვირაში შეუდგა - მას შემდეგ, რაც ეს პოსტი ალუ ალხანოვმა დატოვა.
XS
SM
MD
LG