Accessibility links

ერაყის სამხრეთში, რამდენიმე ქალაქში, დღეს


ერაყის სამხრეთში, რამდენიმე ქალაქში, დღეს შიიტმა მოსახლეობამ მასობრივი აქციები გამართა.

ერაყის სამხრეთში, რამდენიმე ქალაქში, დღეს შიიტმა მოსახლეობამ მასობრივი აქციები გამართა.
აქციები შიიტების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერის ვაჟის დაპატიმრების გაპროტესტების მიზნით მოეწყო. ამარ ალ-ჰაკიმი შეერთებული შტატების ჯარისკაცებმა პარასკევს, ირანთან საზღვარზე დააკავეს. მისი მამა, აბდელ აზიზ ალ-ჰაკიმი, ერაყში ისლამური რევოლუციის პარტიის უზენაეს საბჭოს ხელმძღვანელობს. ეს ერაყის პრემიერ მინისტრის, შიიტი ნური ალ-მალიქის ეროვნული ერთიანობის მთავრობაში ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი პარტიაა. ამარ ალ-ჰაკიმი აცხადებს, რომ ის 12 საათის განმავლობაში ყავდათ დაკავებული, და ბოლოს გაათავისუფლეს. მისი თქმით, ამერიკელი სამხედროები მას უხეშად ექცეოდნენ. შეერთებული შტატების სამხედრო ძალები ამ შემთვევას ”სამწუხაროს” უწოდებენ, და აცხადებენ, რომ ალ-ჰაკიმის და მისი მცველების დაკავების მიზეზი მათი საეჭვო ქცევა გახდა საზღვრის მონაკვეთზე, რომელსაც იარაღით უკანონო მოვაჭრეები იყენებენ. ერაყის პრეზიდენტმა, ჯალალ თალაბანიმ, განაცხადა, რომ ჯარისკაცებს, რომლებმაც ალ-ჰაკიმი დააკავეს, დისციპლინა ესაჭიროებათ. შეერთებული შტატების ელჩმა, ზალმაი ხალილზადმა, ბოდიში მოიხადა, და განაცხადა, რომ არ იცის ალ-ჰაკიმის დაკავების მიზეზი.
XS
SM
MD
LG