Accessibility links

logo-print

დასავლეთ ირანში, ერაყთან და თურქეთთან


დასავლეთ ირანში, ერაყთან და თურქეთთან საზღვრების ახლოს,

დასავლეთ ირანში, ერაყთან და თურქეთთან საზღვრების ახლოს,
სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. დაღუპულია ირანის ”რევოლუციური დაცვის” მინიმუმ ერთი ოფიცერი. ვერტმფრენში მყოფი კიდევ რვა ადამიანის ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია. ამ რაიონში მოქმედი ქურთების მეამბოხე დაჯგუფება აცხადებს, რომ ვერტმფრენი მისმა ძალებმა ჩამოაგდეს, რასაც რვა სამხედრო მოსამსახურის სიკვდილი მოჰყვა, ხოლო ერთი ტყვედ არის აყვანილი. ირანის სახელმწიფო სააგენტო ”ირნა” იუწყება, რომ ვერტმფრენის კატასტროფამდე ”რევოლუციური დაცვის” წევრებმა რეგიონში ოპერაცია ჩაატარეს, და 17 ქურთი სეპარატისტი გაანადგურეს.
XS
SM
MD
LG