Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტის განცხადებით, მის ქვეყანას


ირანის პრეზიდენტის განცხადებით, მის ქვეყანას უკვე ვერ დაახევინებს დასავლეთის ზეწოლა ბირთვული პროგრამის შეწყვეტის მოთხოვნით.

ირანის პრეზიდენტის განცხადებით, მის ქვეყანას უკვე ვერ დაახევინებს დასავლეთის ზეწოლა ბირთვული პროგრამის შეწყვეტის მოთხოვნით.
პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ირანის ბირთვული პროგრამა შეადარა მატარებელს, რომელსაც "მუხრუჭები არა აქვს". ადგილობრივი მედიის ცნობით, აჰმადინეჟადმა ეს მეტაფორა დღეს, თეირანში გამოსვლისას მოიშველია. ამასობაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გამოეხმაურა აჰმადინეჟადის ამ განცხადებას. რაისის შეფასებით, ირანის ინეტერესებში შედის შეიარაღების პროგრამის შეჩერება - ამის შემდეგ აშშ მზად არის ირანთან სავაჭრო და პოლიტიკურ საკითხებზე მოსალაპარაკებლად. უფრო ადრე გავრცელდა ცნობა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მანუჩერ მაჰამადის განცხადების შესახებ, რომ ირანი მზად არის მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის - მათ შორის ომისთვის. მანამდე კი, გუშინ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ გამორიცხავს ირანის წინააღმდეგ სამხედრო აქციას, რათა არ დაუშვას მის მიერ ატომური იარაღის შექმნა. ირანმა, რომელიც ირწმუნება, რომ არ ცდილობს ატომური იარაღის შექმნას, არ შეასრულა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ წაყენებული მოთხოვნა ბირთვული პროგარმის შეწყვეტის შესახებ. ამ მოთხოვნის შესრულების ვადა 21 თებერვალს ამოიწურა.
XS
SM
MD
LG