Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ დავიცვათ ბავშვები საშიში ინფექციებისგან


ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, იმუნიზაცია ყოველწლიურად 3 მილიონი ბავშვის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს იცავს ისეთი საშიში ინფექციებისგან,

როგორიცაა: წითელა, დიფთერია, ჰეპატიტი, ტეტანუსი, ტუბერკულოზი და პოლიომიელიტი. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია ყველაზე შედეგიანი და უსაფრთხო დაცვაა ამ დაავადებებისაგან, ადამიანების ერთი ნაწილი მაინც უარს ამბობს აცრებზე და ამით საკუთარი ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

„დროული აცრა - თქვენი ბავშვის ჯანმრთელობის მცველია!“ - ამ დევიზით დაიწყო 27 თებერვალს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია, რომლის მიზანი ინფექციური დაავადებების ეფექტიანი პროფილაქტიკა და საქართველოში მცხოვრები ერთ წლამდე ასაკის ბავშვების დროული იმუნიზაციაა. საინფორმაციო კამპანიას, განათლებისა და ჯანმრთელობის სამინისტროების პარალელურად, მხარს უჭერს გაეროს ბავშვთა ფონდი და საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე სანდრა რულოვსი.

[სანდრა რულოვსის ხმა]

სანდრა რულოვსი საქართველოში მცხოვრებ დედებს მოუწოდებს იხელმძღვანელონ იმუნიზაციის ეროვნული კალენდრით და დროულად აცრან ბავშვები ორი, სამი და ოთხი თვის ასაკში. საქმე ის არის, რომ დედების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ვაქცინაციის ჩატარება მოგვიანებითაც შეიძლება. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ბავშვების მხოლოდ 17 პროცენტს ჩაუტარდა იმუნიზაციის ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული აცრები დიფთერიის, ტეტანუსის, პოლიომიელიტისა და ჰეპატიტ-ბეს წინააღმდეგ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ლადო ჭიპაშვილის კომენტარი:

[ლადო ჭიპაშვილის ხმა]

ლადო ჭიპაშვილი ამბობს, რომ საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში წარმატებით ხორციელდება იმუნიზაციის ეროვნული პროგრამა, რომლის კოორდინატორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, ლევან ბაიდოშვილის მონაცემებით, ვაქცინაციის პროცენტული მაჩვენებელი წლიდან წლამდე განუხრელად იზრდება. ბაიდოშვილისავე განმარტებით, საქართველო ასევე აღარ განიცდის ასაცრელი მასალის დეფიციტს:

[ლევან ბაიდოშვილის ხმა]

ქართველი მედიკოსები იმედოვნებენ, რომ 2009 წლამდე ქვეყნის იმუნიზაციის მაჩვენებელი გაიზრდება და საშუალო ევროპულს გაუტოლდება. პედიატრიის პროფესორი ქეთევან ნემსაძეც დარწმუნებულია, რომ ვაქცინებით სხვადასხვა სახის ვირუსებსა და ბაქტერიებთან ბრძოლას ალტერნატივა არა აქვს. თუმცა, ამის მიუხედავად, ხშირია შემთხვევები, როცა მშობლები, ეგრეთ წოდებული სახალხო მკურნალების რჩევით, უარს ამბობენ საკუთარი შვილების აცრაზე. რასთან გვაქვს საქმე? ქეთევან ნემსაძის პასუხი:

[ქეთევან ნემსაძის ხმა]

რაც შეეხება ვაქცინების ხარისხს, ლადო ჭიპაშვილი ირწმუნება, რომ ეჭვის საფუძველი არ არსებობს:

[ლადო ჭიპაშვილის ხმა]
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG