Accessibility links

logo-print

ირანი კვლავაც უარს ამბობს ურანის


ირანი კვლავაც უარს ამბობს ურანის გამდიდრების შეწყვეტაზე.

ირანი კვლავაც უარს ამბობს ურანის გამდიდრების შეწყვეტაზე.
საგარეო საქმეთა მინისტრ მანუჩერ მოტაკის თქმით, დასავლეთის მოთხოვნა, რომ ირანმა შეაჩეროს ბირთვული პროგრამა, "უკანონო და უსაფუძვლოა". გუშინ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრის და გერმანიის წარმომადგენლებმა დაიწყეს კონსულტაციები ახალი რეზოლუციის თაობაზე, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო კრიზისის მოგვარებისთვის იქნება მოწოდებული. გასულ კვირაში ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ ირანმა უგულებელყო უშიშროების საბჭოს ულტიმატუმი ურანის გამდიდრების პროგრამის შეწყვეტის თაობაზე.
XS
SM
MD
LG