Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამშაბათს საღამოს მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში


სამშაბათს საღამოს მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს, იაპ დე ჰოოპ სხეფერს.

სამშაბათს საღამოს მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს, იაპ დე ჰოოპ სხეფერს.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სხეფერმა თქვა, რომ საქართველოს ნატოსკენ მიმავალი გრძელი გზა აქვს გასავლელი. მან თქვა, რომ კმაყოფილია ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის დონით, მაგრამ აღნიშნა, რომ შეუძლებელია ალიანსში საქართველოს გაწევრიანების ვადების პროგნოზირება. რაც შეეხება აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის საკითხს, სხეფერმა თქვა, რომ ნატო არ აპირებს ამ კონფლიქტების მოგვარებაში პირდაპირ მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG