Accessibility links

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ


აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ მაიკ მაკკონელის შეფასებით,

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ მაიკ მაკკონელის შეფასებით,
რუსეთმა უკან გადადგა ნაბიჯი დემოკრატიზაციის გზაზე. რუსეთში მიმდინარე პროცესს მაკკონელი, რომელიც გასულ კვირის გახდა ეროვნული დაზვერვის უწყების დირექტორი, აშშ-ის სენატში გამოსვლისას შეეხო: [მაკკონელის ხმა] “რუსეთში დემოკრატიისაკენ სვლა უკუსვლით შეიცვალა. სულ უფრო მეტად მყარდება კონტროლი როგორც თვით დემოკრატიულ პროცესზე, ისე თავად ადამიანებსა და პარტიებზე. ამან კი, შესაძლოა, რუსეთის ახალი ლიდერის შერჩევაზეც მოახდინოს გავლენა”. მეკ-კონელის ამ გამოსვლასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მმართველობის მეორე, საბოლოო ვადა მომავალ წელს ამოიწურება. სენატში გამოსვლისას მაკკონელმა რუსეთთან დაკავშირებით აღნიშნა აგრეთვე, რომ რუსული მხარის ბოლოდროინდელი აგრესიული რიტორიკა აშშ-ის მისამართით, შესაძლოა, ასევე ირეკლავდეს რუსეთში პოლიტიკური პროცესის მიმართულებას.
XS
SM
MD
LG