Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში დღეს უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ


თბილისში დღეს უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იუშჩენკო ჩავიდა.

თბილისში დღეს უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იუშჩენკო ჩავიდა.
ის საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა - რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა პარლამენტის შენობაში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. სააკაშვილმა და იუშჩენკომ ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ, ენერგეტიკულ, და კულტურულ თანამშრომლობაზე; ჩრდილო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობაზე; ტერიტორიული კონფლიქტების გადაჭრის გზებზე. იუშჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებაში საერთაშორისო მანდატის ფარგლებში დაეხმაროს. სხვა საკითხებს შორის, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ნატოში ინტეგრაციასაც შეეხო, და განაცხადა, რომ ქვეყანა მალე ამ პროცესში ახალ ეტაპზე გადავა: [სააკაშვილის ხმა]: ”ნატოში ჩვენი ინტეგრაცია არ არის მიმართული არც ერთი მესამე მხარის წინააღმდეგ. მე მინდა, ასევე დავუბრუნდე იმ თემას, რომ ხშირად არის სპეკულაცია , თუ რა კავშირშია ნატო შიდა კონფლიქტებთან. მინდა გითხრათ, რომ ნატო სპეციფიკურ კავშირში შიდა კონფლიქტებთან არ არის, და არც უნდა იყოს. ნატო არის კავშირში საქართველოს ინტერგაციასთან, საქართველოს შემდგომ დემოკრატიზაციასთან, საქართველოს სიძლიერესთან”.
XS
SM
MD
LG