Accessibility links

logo-print

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ცნობით, დე-ფაქტო


აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ცნობით, დე-ფაქტო რესპუბლიკაში

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ცნობით, დე-ფაქტო რესპუბლიკაში
კვირას დანიშნული საპარლამენტო არჩევნების გამო, გალსა და რაიონის რამდენიმე სოფელში დამატებითი აფხაზური შეიარაღებული რაზმები განლაგდნენ. აფხაზეთის დევნილი მთავრობის ინფორმაციით, ამჟამად გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლებში 200-ზე მეტი შეიარაღებული პირი იმყოფება. თავის მხრივ, გალის აფხაზური ადმინისტრაცია ქართულ სპეცსამსახურებს არჩევნების წინ ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებაში ადანაშაულებს. აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში ამჟამად არსებულ ვითარებას სტაბილურს უწოდებს რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდალი. გენერალ სერგეი ჩაბანის განცხადებით, სიტუაციის შეცვლის შემთხვევაში, რუსი სამხედროები მოქმედების საგანგებო რეჟიმს დააწესებენ.
XS
SM
MD
LG