გაზეთის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბრიუსელში დაყენებულ ამ საკითხს ევროკომისიის წარმომადგენლები უკვე გამოეხმაურნენ და, მეტიც, მარტში სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხთან დაკავშირებით თბილისს ევროკომისიის ექსპერტთა ჯგუფი ეწვევა. ამავე თემას ეხმაურება “24 საათთან” ინტერვიუში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე, რომლის თანახმადაც, ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო კონფლიქტებს, სამეზობლო გეგმის განხორციელების საკითხებსა და სავიზო რეჟიმის გამარტივებას. რაც შეეხება სავიზო რეჟიმის გამარტივების ვადებს, ბარამიძე აცხადებს: “ვადებზე ჯერჯერობით საუბარი არ ყოფილა. ბუნებრივია, ეს არ არის ერთი-ორი თვის საქმე. სხვა სახელმწიფოებს ამისთვის მრავალი წელი დასჭირდათ. იმედია, ჩვენ ამ საკითხს უფრო მოკლე დროში გადავჭრით.”
გაზეთი დღევანდელ ნომერში ეხმაურება შეერთებული შტატების უსაფრთხოების საკითხებზე შეერთებული შტატების ცენტრალური საგამოძიებო სააგენტოს ხელმძღვანელ მაიკ მაკკონელის მოხსენებას, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ევროპაში არსებული კონფლიქტების მოგვარების საკითხებსაც. “თუ კოსოვო წელს დამოუკიდებლობას მოიპოვებს, რაც სავარაუდოა, რუსეთი მიანიშნებს, რომ, ამის საპასუხოდ, საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარება შეუძლია, რაც სარისკო ნაბიჯი იქნება”, - განუცხადებია მაკკონელს. “24 საათისთვის” მიცემულ კომენტარში ექსპერტი არჩილ გეგეშიძე აღნიშნავს, რომ კოსოვო ვერ მიიღებს დამოუკიდებლობას რუსეთის, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის, თანხმობის გარეშე. თანხმობის პირობად კი, შესაძლოა, რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობა დააყენოს. “თუ დასავლეთი რუსეთს ამაზე არ გაურიგდა, რუსეთი უშიშროების საბჭოში კოსოვოს დამოუკიდებლობას ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, შესაძლოა, დასავლეთის ქვეყნებმა კოსოვოს დამოუკიდებლობა ცალმხრივად, უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე, აღიარონ. ამ შემთხვევაში თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარება რუსეთსაც შეუძლია. ეს საერთაშორისო სამართლის დღეს არსებული სისტემის დასუსტებას ნიშნავს”, - აღნიშნავს “24 საათთან” საუბარში არჩილ გეგეშიძე.
“ახალი თაობა” საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესზე წერს: “რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ჩვენი ხელისუფლება რუსულ ნებას ხშირად უწევს ანგარიშს. ალბათ, ამიტომაც არის, რომ დღემდე დსთ-ში ვზივართ. ისე, ცოტა უცნაურია, რომ თან დსთ-ში ვართ და თან ნატოზე ვფიქრობთ. თბილისში ბოროტი ოპოზიცია ნატოს მიმართ სიფრთხილის გამოჩენას ითხოვს. უფრო ბოროტები კი ამტკიცებენ, საქართველოს ხელისუფლება, რუსეთის შიშით, ნატოში ვერ შევაო.”
ექსპერტი სოსო ცინცაძე “ალიასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მოსახლეობის უმრავლესობას კი უნდა ნატოში შესვლა, მაგრამ მათგან 5-მა პროცენტმა თუ იცის, რატომ უნდა შევიდეთ. ამას გარდა, ცინცაძე ნატოში ინტეგრაციის საქართველოს კონფლიქტებთან მიმართებაზე დასძენს: “ნატო რუსეთს ომს არ გამოუცხადებს, მაგრამ მოხდება უფრო მნიშვნელოვანი. როგორც კი საქართველო შევა ნატოში, რუსეთი დაკარგავს ინტერესს სოხუმისა და ცხინვალის მიმართ. დღეს ერთიც და მეორეც რუსეთს სჭირდება შანტაჟისთვის. რუსეთი პოლიტიკურ და შემდგომში უკვე ეკონომიკურ გავლენასაც კარგავს მისთვის სტრატეგიულ რეგიონზე, სამხრეთ კავკასიაზე... რუსეთის იმპერიული ზრახვებისთვის საქართველოს ნატოში შესვლა ბევრად უფრო დიდი დარტყმაა, ვიდრე ბალტიისპირეთის გაწევრიანება იყო.”