Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“დაშვებული” და “აკრძალული” შეკითხვები ნატოში ინტეგრაციის გზაზე


რას მოუტანს საქართველოს ნატოში ინტეგრაცია

კონფლიქტების გადაჭრის კუთხით? ამ შეკითხვაზე განსაზღვრული პასუხი არ გააჩნია არავის: არც ქვეყნის ხელისუფლებას, არც ოპოზიციას და რაც მთავარია, არც ნატოს ხელმძღვანელებს. ამ თემაზე ამას წინათ “ეროვნული ფორუმის” მიერ შეკითხვის დასმას მწვავე რეაქცია მოყვა ხელისუფლების მხრიდან. უმრავლესობის წარმომადგენლებმა “ეროვნულ ფორუმსა” და რიგ პოლიტიკურ პარტიებს საკითხის ასე დასმისთვის: ნატოში მოუგვარებელი კონფლიქტებით შესვლა ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვას ნიშნავს – ფაქტობრივად რუსეთის აგენტების იარლიყი მიაკერა და კიდევ ერთხელ გაიხსენა პარლამენტის სპიკერის ინიციატივა ნატოში ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაციის მომზადების თაობაზე. უმრავლესობას მიაჩნია, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნის ნატოში ინტეგრაციას, ამგვარ დეკლარაციაზე ხელმოწერით უნდა დაადასტუროს საკუთარი სულისკვეთება. “ეროვნული ფორუმი” მხარს უჭერს ნატოში ინტეგრაციას, თუმცა აქვს არაერთი შეკითხვა, რომლებზე პასუხის გაცემასაც ითხოვს ხელისუფლებისგან. საქართველოს ნატოში გაწევრიანებას დიდი ხანია (და დოკუმენტურადაც არაერთხელ დაუდასტურებია) მხარს უჭერს რესპუბლიკური პარტია. შეკითხვები და არაერთი შენიშვნა ხელისუფლებასთან მასაც აქვს. თუმცა, მიუხედავად ასეთი მსგავსებისა, ამ ორი ოპოზიციური ძალის – “ეროვნული ფორუმისა” და რესპუბლიკური პარტიის პოზიციებს შორის არის ნათელი სხვაობაც. რაში მდგომარეობს ის? ამას რესპუბლიკური პარტიის ლიდერ დავით უსუფაშვილისა და “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი მელაშვილის დისკუსიიდან შეიტყობთ, რომლებსაც თბილისის სტუდიაში ნინო გელაშვილმა უმასპინძლა:

იხ. აუდიოვერსია.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG