Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო "კატეგორიულად


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო "კატეგორიულად გმობს" აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში,

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო "კატეგორიულად გმობს" აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში,
სოფელ შამგონასთან ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის გუშინ მომხდარ შეიარაღებულ შეტაკებას, რომლის დროსაც ერთი ადამიანი დაიჭრა, ხოლო და სამი ახალგაზრდა მძევლად იქნა აყვანილი. აფხაზთა მხარის განცხადებით, ორგანიზაციის - "ახალი თაობა ერთიანი საქართველოსთვის" - სამი აქტივისტი "საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის" დააკავეს გალის რაიონში, რასაც შეიარაღებული შეტაკება მოჰყვა. სამივე დაკავებული მონაწილეობდა სოფელ შამგონასთან გამართულ აქციაში. დღეს, თბილისში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ სეპარატისტთა შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მისივე თქმით, ეს მოხდა იმ დროს, როცა ადგილობრივი მოსახლეობა მშვიდობიანი ფორმით აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას.
XS
SM
MD
LG