Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამთავრდა უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს


დამთავრდა უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს ორდღიანი ვიზიტი საქართველოში.

დამთავრდა უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს ორდღიანი ვიზიტი საქართველოში.
დღეს იუშჩენკომ საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, თბილისში გახსნა დიდი უკრაინელი პოეტის ტარას შევჩენკოს ძეგლი. გარდა ამისა, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა დაათვალიერეს "საბჭოთა ოკუპაციის" მუზეუმი, გახსნეს თბილისის გარემონტებული 41-ე საჯარო სკოლა, რომელსაც გამოჩენილი უკრაინელი მეცნიერისა და პოლიტიკური მოღვაწის, უკრაინის სახალხო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, მიხაილო გრუშევსკის სახელი ეწოდა. დილით ვიქტორ იუშჩენკომ გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი. დღესვე, ვიქტორ იუშჩენკო და მიხეილ სააკაშვილი მოკლე ხნით ესტუმრნენ ბათუმს. საღამოს უკრაინის ლიდერი და მისი თანმხლები დელეგაცია სამშობლოში დაბრუნდნენ.
XS
SM
MD
LG