Accessibility links

logo-print

უკრაინის ოპოზიციის ლიდერი იულია ტიმოშენკო


უკრაინის ოპოზიციის ლიდერი იულია ტიმოშენკო, რომელიც შეერთებულ შტატებს სტუმრობს,

უკრაინის ოპოზიციის ლიდერი იულია ტიმოშენკო, რომელიც შეერთებულ შტატებს სტუმრობს,
ჟურნალისტებთან საუბრისას შეეხო აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტების ევროპაში განთავსების საკითხს. [იულია ტიმოშენკოს ხმა] "ყოველი ქვეყანა თავად წყვეტს, ანტისარაკეტო თავდაცვის რომელი სისტემა განათავსოს თავის ტერიტორიაზე. ჩვენში, უკრაინაში, ამ საკითხზე მსჯელობა ამჟამად არ მიმდინარეობს. უკრაინის პარლამენტს ამ საკითხზე არავითარი დოკუმენტები არ მიუღია. ამიტომ მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გითხრათ: უკრაინას არ აქვს უფლება, ჩაერიოს სხვა ქვეყნების სუვერენულ საქმეებში, რომლებიც მათივე თავდაცვის სისტემებს უკავშირდება." ეს განცხადება იულია ტიმოშენკომ ვაშინგტონში, აშშ-ის ეროვნულ პრესკლუბში გააკეთა.
XS
SM
MD
LG