Accessibility links

logo-print

რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში, დღეს 3,000-ზე მეტმა


რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში, დღეს 3,000-ზე მეტმა პირმა ანგარიში არ გაუწია პოლიციის აკრძალვას,

რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში, დღეს 3,000-ზე მეტმა პირმა ანგარიში არ გაუწია პოლიციის აკრძალვას,
და მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო დემონსტრაციაში მიიღო მონაწილეობა. [აქციის ხმები]: "რევოლუცია! რუსეთი პუტინის გარეშე! ძირს პოლიციური სახელმწიფო!" რადიო ”თავისუფლების” რუსული სამსახური იუწყება, რომ პროტესტი, რომელიც ოპოზიციური ჯგუფის, ”სხვა რუსეთის” ლიდერების მიერ იყო ორგანიზებული, ძალადობით დამთავრდა. ხელჯოხებით შეიარაღებულ პოლიციას და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა, რაც ბევრი პირის დაკავებით დასრულდა. დაპატიმრებულებს შორის არის ედუარდ ლიმონოვი - ულტრანაციონალისტური ”ნაციონალ-ბოლშევიკური პარტიის” ლიდერი. ”სხვა რუსეთი” წარმოადგენს პოლიტიკური ჯგუფების დიდ კოალიციას, რომელშიც ლიმონოვის მსგავსი რადიკალური ძალების წარმომადგენლებთან ერთად, გაერთიანებულნი არიან ჭადრაკში ყოფილი ჩემპიონი, გარი კასპაროვი, და რუსეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი, მიხეილ კასიანოვი. ისინი ვლადიმირ პუტინის მთავრობას 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებენ.
XS
SM
MD
LG