Accessibility links

logo-print

გროზნოში მიაგნეს საფლავს, სადაც საქართველოს


გროზნოში მიაგნეს საფლავს, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია განისვენებდა.

გროზნოში მიაგნეს საფლავს, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია განისვენებდა.
როგორც ჩვენს რადიოს ჩეჩნეთის მთავრობის პრეს-სამსახურის უფროსმა, ლემა გუდაევმა აცნობა, გამსახურდიას ნეშტის ექსჰუმაცია შედგა, და ახლა მას ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს. ზვიად გამსახურდიას კუბო, და მასში ჩადებული ჯვარი და საათი, ყოფილი პრეზიდენტის ვაჟმა, ცოტნემ ამოიცნო. ექსჰუმაციის პროცესს ესწრებოდა ადგილობრივი ჟურნალისტი, საიდ კარნაევი - რომელსაც დღეს რადიო ”თავისუფლების” ჩრდილოკავკასიური სამსახური ესაუბრა: [საიდ კარნაევის ხმა]: ”გროზნოში, ჩეხოვის ქუჩაზე, რეზიდენციასთან, რომელიც თავის დროზე ჯოჰარ დუდაევმა ზვიად გამსახურდიას აჩუქა, დღეს ზვიად გამსახურდიას საფლავს მიაგნეს. კუბოს აღმოჩენის მომენტში აქ მოვიდა რამზან კადიროვი, ახალი პრეზიდენტი - რომლის ინაუგურაციის ცერემონია მალე უნდა გაიმართოს. არ ვიცი, რაზე ისაუბრეს - იმ მომენტში იქ ჟურნალისტებს არ უშვებდნენ. კადიროვის წასვლის შემდეგ კი ჟურნალისტებს, და იქ მყოფ სხვა პირებს უფლება მოგვცეს, გვენახა, რასაც მიაგნეს. უნდა ითქვას, რომ ძებნის პროცესი მთელი დღე გრძელდებოდა - როგორც ჩანს, საფლავის ზუსტი მდებარეობა არ იცოდნენ, და ამიტომ რამდენიმე ორმო ამოთხარეს. ბოლოს შესძლეს ზუსტი ადგილის დადგენა, და კუბოსაც მიაგნეს. ნეშტი აღმოჩენილია - და ახლა მუშაობას სამედიცინო ექსპერტები იწყებენ”. ერთ-ერთი გამომძიებელი, რომელიც ექსჰუმაციას ატარებდა, აცხადებს, რომ გარდაცვლილის თავის ქალაში ნატყვიარია აღმოჩენილი. ჩეჩნეთის პროკურორი, ვალერი კუზნეცოვი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები დადასტურდება, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.
XS
SM
MD
LG