Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი, დღეს


ირანის პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი, დღეს საუდის არაბეთის მეფე აბდულას ელ-რიადში შეხვდა.

ირანის პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი, დღეს საუდის არაბეთის მეფე აბდულას ელ-რიადში შეხვდა.
მეფე აბდულა აჰმადინეჟადს აეროპორტში პირადად დახვდა. საუდის არაბეთის ახალი ამბების სააგენტო იუწყება, რომ მეფემ მოგვიანებით აჰმადინეჟადის პატივსაცემად ბანკეტიც გამართა. იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა საკითხებზე ისაუბრეს შეხვედრაზე, ჯერჯერობით ცნობები არ არის. წინასწარი ინფორმაციით, მათ უნდა განეხილათ ერაყში ძალადობის პრობლემა, ლიბანში არსებული კრიზისი, და თეირანისა და დასავლეთის უთანხმოება ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ.
XS
SM
MD
LG