Accessibility links

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში დღეს დაახლოებით


დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში დღეს დაახლოებით 3,000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში დღეს დაახლოებით 3,000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
აქციაში, რომელიც ახალგაზრდული სახლის დახურვის გაპროტესტების მიზნით გაიმართა. აქციის მონაწილეები შეგროვდნენ სახლთან, რომელიც მემარცხენე ჯგუფებისთვის, ანარქისტებისთვის, და პანკების სუბკულტურის წარმომადგენლებისთვის ალტერნატიულ, პოპულარულ კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. სახლის დახურვის გამო კოპენჰაგენში უკვე ორი დღეა გრძელდება არეულობა. პოლიცია აცხადებს, რომ შეხლა-შემოხლას ამ ღამითაც ელის. ოფიციალური ინფორმაციით, საპროსტესტო გამოსვლების გამო 207 ადამიანია დაკავებული.
XS
SM
MD
LG