Accessibility links

საქართველო მზად არის, ერაყში დამატებითი


საქართველო მზად არის, ერაყში დამატებითი სამხედრო კონტინგენტი გაგზავნოს - ასეთი განცხადებით საქართველოს პრეზიდენტი,

საქართველო მზად არის, ერაყში დამატებითი სამხედრო კონტინგენტი გაგზავნოს - ასეთი განცხადებით საქართველოს პრეზიდენტი,
მიხეილ სააკაშვილი დღეს გამოვიდა: [სააკაშვილის ხმა]: ”ჩვენ გვინდა დავანახოთ, რომ ქართველები არასოდეს, არსაიდან არ გაიქცევიან. ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი ჩვენ არა მხოლოდ შევინარჩუნებთ ყოფნას, არამედ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში, როცა არის გადამწყვეტი პერიოდი ამ ოპერაციების, ჩვენ გავზრდით - ჩვენ მზად ვართ, უფრო სწორად, გავზარდოთ ჩვენი სამხედრო ყოფნა ერაყში”. ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ავღანეთშიც გეგმავს კონტინგენტის გაგზავნას, რათა ჯარი ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედ სტაბილიზაციის ძალებს შეუერთდეს. მიხეილ სააკაშვილი ამ განცხადებებით გორის რაიონში სტუმრობისას გამოვიდა - სადაც მან თავდაცვის მინისტრთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ახალი სამხედრო ქალაქის მშენებლობა მოინახულა. პრეზიდენტმა ქალაქის მშენებლობას ”ისტორიული მნიშვნელობის” უწოდა.
XS
SM
MD
LG