Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მიმდინარე არჩევნებს


აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მიმდინარე არჩევნებს დღეს გორის რაიონში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი,

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მიმდინარე არჩევნებს დღეს გორის რაიონში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი,
მიხეილ სააკაშვილი, გამოეხმაურა. მან არჩევნებს მორიგი უკანონობა უწოდა, და განაცხადა, რომ არჩევნები ლეგიტიმურად მანამ არ ჩაითვლება, სანამ აფხაზეთში ყველა დევნილი არ დაბრუნდება: [სააკაშვილის ხმა]: ”აფხაზეთიდან გამოყრილი ადამიანების რაოდენობა 400,000-დან 500,000 ადამიანამდე მერყეობს. ამ პირობებში, ყველანაირი მცდელობა ამ უკანონობის დაკანონების არის მიუღებელი, შეუფერებელი, და არასოდეს იქნება ცნობილი არც საქართველოს, და არც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ”. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო სეპარატისტულ რეგიონებს "ძლიერი ქართული სახელმწიფოს” პოზიციიდან უნდა შეურიგდეს.
XS
SM
MD
LG