Accessibility links

logo-print

ნატოსა და ავღანეთის შეიარაღებული ძალების


ნატოსა და ავღანეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, მათ დაიწყეს აქამდე ყველაზე დიდი ერთობლივი იერიში

ნატოსა და ავღანეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, მათ დაიწყეს აქამდე ყველაზე დიდი ერთობლივი იერიში
პროვინცია ჰელმანდში ვითარების სტაბილიზაციისთვის. ამ ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებს ნატოს მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო სამშვიდობო ძალების 4500 ჯარისკაცი და ავღანეთის უშიშროების ძალების ათასამდე პირი. საერთაშორისო სამშვიდობო ძალების სამხრეთის რეგიონის მეთაურის, ნიდერლანდელი გენერალ-მაიორის, ტონ ვან ლოონის თქმით, ოპერაცია მიმართულია თალიბანისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ."ეს ოპერაცია მიმართულია თალიბანის ექსტრემისტების, ნარკოტიკების კონტრაბანდისტებისა და უცხოელი ტერორისტების წინააღმდეგ. იმათ წინააღმდეგ, ვინც დაგჩაგრათ თქვენ, ავღანელი ხალხი და თავად გამდიდრდა თქვენი მძიმე შრომის ხარჯზე," განცახადა ვან ლოონმა.

XS
SM
MD
LG