Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა დაადასტურა, რომ მონაწილეობას მიიღებს


ირანმა დაადასტურა, რომ მონაწილეობას მიიღებს ერაყში უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში,

ირანმა დაადასტურა, რომ მონაწილეობას მიიღებს ერაყში უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში,
რომელსაც აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლებიც დაესწრებიან. ამ საკითხზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მანუჩერ მოტაკის დღევანდელი კომენტარი არის პირველი ცალსახად დადებითი პასუხი ბაღდადში 10 მარტისთვის დაგეგმილ კონფერენციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. მოტაკის თქმით, დელეგაციას უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აბას არაღჩი. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივი წევრი და ერაყის მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები. აშშ-ი ირანს ადანაშაულებს ერაყში მეამბოხეების მხარდაჭერაში, ირანი უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG