Accessibility links

logo-print

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი


აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი მიემხრო კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის მხარდაჭერას

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი მიემხრო კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის მხარდაჭერას
ნატოში ალბანეთის, ხორვატიის, მაკედონიის, უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების მიმართ. იმისათვის, რომ კანონპროექტი ძალაში შევიდეს, საჭიროა მისი დამტკიცება სენატში, წარმომადგენელთა პალატაში და მასზე პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ხელმოწერა. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სენატორებმა ასევე მოიწონეს კანონპროექტი, უსაფრთხოების სფეროში ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ზემოხსენებული ქვეყნებისთვის, მათ შორის როგორც აღინიშნა, საქართველოსთვისაც, აშშ-ის ბიუჯეტიდან ფინანსური სახსრების გამოყოფის შესახებ, რაც მათი ნატოში შესვლის მოსამზადებლად უნდა იყოს გამოყენებული.
XS
SM
MD
LG