Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ატომური უწყების - ატომური


გაეროს ატომური უწყების - ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს - გადაწყვეტილებით,

გაეროს ატომური უწყების - ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს - გადაწყვეტილებით,
მნიშვნელოვნად შემცირდება თეირანისთვის ბირთვულ სფეროში გამოყოფილი ტექნიკური დახმარება. 55-დან მხოლოდ 22 პროგრამა დარჩება. ეს პასუხია თეირანის უარზე, შეეწყვიტა გამდიდრებული ურანის წარმოება - როგორც ამას გაეროს უშიშროების საბჭო ითხოვდა. გაეროს ატომური უწყების მიერ ვენაში მიღებული ეს გადაწყვეტილება დაემთხვა პერიოდს, რომდესაც გაეროს უშიშროების საბჭო ირანისთვის ახალი სადამსჯელო სანქციების დაწესების პერსპექტივაზე მსჯელობს. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა ირანი. გაეროს ატომურ უწყებაში ირანის წარმომადგენელი, ალი ასღარ სოლთანიე, ამბობს, რომ დახმარების შემცირება ქვეყანაში ურანის გამდიდრების პროცესს ვერ შეაფერხებს.
XS
SM
MD
LG